Monday, September 30, 2019

                                                                                           არა ბარბარიზმებს!!!
 




 

Tuesday, July 16, 2019

ტომ სოიერის თავგადასავალი


                                                                                                                            
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ეკატერინე ჯარიაშვილი პ/ნ 12001079812
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:  მე-6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 19 მოსწავლე სსსმ  მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა: ნაწყვეტი წიგნიდან,,ტომ სოიერის თავგადასავალი’’-,,ტომის დასჯა’’
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლე შეძლებს ტექსტის მოსმენას,გაგებას,გააზებას,საკუთარი თუ ჯგუფის პოზიციის ნათლად ჩამოყალიბებას კლასის წინაშე,

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება

 მოსწავლეებისათვის დადებითი განწყობის შექმნა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. გაკვეთილის თემისა და მიზნის წარდგენა.შეფასების რუბრიკის გაცნობა.

ვერბალური კომუნიკაცია

მთელი კლასი

ქცევის წესები, ჟურნალი, შეფასების რუბრიკა

3 წუთი
2



 წინარე ცოდნის გააქტიურება
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ ჩვენს მიერ შესწავლილი ტექსტებიდან რომელი ტექსტია ნათარგმნი? ვინ არის დასახელებული ტექსტის ავტორი?ვინ თარგმნა ტეწსტი უცხო ენიან ქართულად?
  კითხვა-პასუხი

მუშაობა მთელ კლასთან.


5 წუთი
3



   მინი ლექცია
  
მოსწავლეებს ვუყვები ამერიკელი საბავშვო მწერლის -,, მარკ ტვენი’’-ს მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს და ვუჩვენებ დოკუმენტურ ფილმს,მწერლის ცხოვრების ამსახველი სურათებით დატვირთულს. კითხულობენ ტექსტს გაგრძელებით. ტექსტის წაკითხვის შემდეგ ისინი ადარებენ თავიანთ ვარაუდებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციასთან.

ინტერაქტიული მეთოდი
მუშაობა მთელ კლასთან
 კომპიუტერი,პროექტორი
5 წუთი

4



   ვიზუალური მხარის გამოყენება
 იმისათვის რომ ბავშვებისათვის უფრო საინტერესო გავხადო მათთვის უცნობი მწერლის მიერ დაწერილი ნაწაემოებები ვუჩვენებ გამომცემლობა-,,ანბანი’’-ს მიერ დაბეჭდილ მცირე ზომის წიგნებს ,,ტომ სოიერის თავგადასავალი ‘’ და ,,ჰეკლბერ ფინის თავგადასავალი’’



ვერბალური კომუნიკაცია
მუშაობა მთელ კლასთან.

5 წუთი
5



ტექსტის კითხვა, გააზრება.
ჯგუფებად წარმოდგენილ მოსწავლეებს ვთხოვ, რომ წინასწარ მომზადებულ თაბახის ფურცელზე მოინიშნონ,მეგობრის მიერ წაკითხული ტექსტიდან ის პასუხები რომელთა კითხვებიც მათ ჯგუფს წინასწარ საიდუმლო კონვერტიდან-,,აბა მიპასუხე’’-დან ამოუვიდათ.ხოლო ერთ-ერთ მოსწავლეს ვთხოვ წაიკითხოს სახელმძღვანელოში არსებული ტექსტი.

მუშაობა ჯგუფებთან
თაბახის ფურცლები,საიდუმლო კონვერტი.
10 წუთი
6
მუშაობა ჯგუფებში   
 ჯგუფებად დაკომპლექტებულ ბავშვებს ვაძლევ ფორმატის ფურცელს პრეზენტაციის მოსამზადებლად.ამავდროულად შევახსენებ ჯგუფური მუშაობის წესებს,სამუსჰაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები გააკეთებენ თავიაანთი ნამუშევრის პრეზენტაციას. დააკითხულამავდროულად მოსწავლეებს შევახსენებ ჯგუფური მუშაობის წესებს. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები გააკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას.
მუშაობა ჯგუფებში
ჯგუფური
დიდი ფორმატები.
 10 წუთი
7
გაკვეთილის შეჯამება
  გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები იმსჯელებენ, თუ რა იყო საინტერესო მათთვის დღევანდელი გაკვეთილიდან:  რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ და რა იყო დასამახსოვრებელი. მოსწავლეები თითო წინადადებით აჯამებენ გაკვეთილს.

ვერბალური კომუნიკაცია
მთელი კლასი

4 წთ
8
მოსწავლეთა შეფასება, საშინაო დავალების მიცემა
მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი კომენტარებით და განმსაზღვრელი შეფასებით.
  საშინაო დავალებად მიეცემათ მოიძიონ ინფორმაცია სხვა ბაღების შექმნის შესახებ  და წარმოადგინონ მომავალ გაკვეთილზე.


ვერბალური კომუნიკაცია
მთელი კლასი
დაფა,ცარცი

3 წთ



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართული დაწყ .(II) .1.
·         მოსწავლემ უნდა შეუძლოს სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.



შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         1. თანატოლებთან ერთად მსჯელობს და კამათობს მოსმენილი/წაკითხხული ინფორმაციის შესახებ.

2. საუბრობს ნათლად და გარკვევით, გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს.

3. მეტყველების პროცესში თავისუფლად გადმოსცემს სხვის ნათქვამს.



N
შეფასების კრიტერიუმები
გასაუმჯობესებელი
საშუალო
კარგი
1
კითხულობს გამართულად, იგებს და იაზრებს წაკითხულ ტექსტს
კითხულობს მარცვალ-მარცვალ,
უჭირს წაკითხულის გააზრება
კითხულობს გაბმით, რთულ სიტყვებს კი მარცვლებით, რიგ შემთხვევებში იაზრებს წაკითხულს
კითხულობს გაბმით. არ უჭირს
ტექსტის გაგება -გააზრება
2
პასუხობს დასმულ შეკითხვებს
უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა
მასწავლებლის დახმარებით პასუხობს დასმულ კითხვებს
პასუხობს კითხვებზე სწორად და გამართულად
3
მსჯელობს, გამოაქვს დასკვნები
უჭირს მსჯელობა
მსჯელობს და გამოაქვს დასკვნები მასწავლებლის დახმარებით
შეუძლია მსჯელობა და აზრის ჩამოყალიბება თანმიმდევრულად
4
ჩართულია აქტივობებში
პასიურია, თავს არიდებს  დავალებებს
ნაწილობრივ ერთვება აქტივობებში
ჩართულია ყველა აქტივობაში



        

        ჯგუფური მუშაობის შეფასების  რუბრიკა                        
შეფასების კრიტერიუმები
             კი
           არა
განმავითარებელი კომენტარი
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს



ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია



ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ(აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)



ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს



ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს



ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს




                                                             


 ხელმოწერა:                                                                 / ეკატერინე ჯარიაშვილი /   

                                                                                            გაკვეთილის რეფლექსია

    2019 წლის ივნისს მე-6 კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე-,,ტომ სოიერის თავგადასავალი’’-,,ტომის დასჯა.’’                                                                                                                                                            ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო: ტექსტის მოსმენა,გაგება -გააზრება,საკუთარი თუ ჯგუფის პოზიციის ნათლად ჩამოყალიბება კლასის წინაშე.
გაკვეთილის დაგეგმისას გათვალისწინებული მქონდა, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ მოსმენით აღიქვან და გაიგონ ტექსტის შინაარსი, აქვთ თანამშრომლობითი და პრეზენტაციის უნარები. ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგები აჩვენეს, რაც მაძლევს საშუალებას თამამად ვთქვათ, რომ ჩემი გაკვეთილის მიზანი, მოსმენით აღიქვან და გაიგონ ტექსტის შინაარსი, სრულიად იქნა მიღწეული. ბავშვებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს საკუთარი, თუ ჯგუფის პოზიციის ნათლად ჩამოყალიბება კლასის წინაშე.
    მინდა გამოვყო რამოდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან. ,,ვიზუალური მხარის გამოყენება’’- ამ აქტივობამ ხელი შეუწყო ბავშვებს, რომ უფრო საინტერესო გამხდარიყო მათთვის უცნობი მწერლის მიერ დაწერილი ნაწარმოები. საინტერესო აღმოჩნდა ასევე ,,მინი ლექცია’’ კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარები. ეფექტურად იმუშავა ,,საიდუმლო კონვერტის’’ გამოყენებამ, სადაც განთავსებული იყო კითხვები ინფორმაციის უკეთ გააზრებისთვის. გაკვეთილის გეგმაში არაფერი არ შეცვლილა. თუმცა გაკვეთილის მსვლელობისას ცხადი გახდა, რომ ტექსტი, რომლის დამუშავებასაც ვაპირებდით, ვერ იქნებოდა ბოლომდე ათვისებული. ამიტომაც გადავწყვიტე მისი შემოკლება, რამაც განაპირობა გაკვეთილის ტემპის ზომიერების შენარჩუნება და საგაკვეთილო მიზნების არდაზარალება. ცხადია, გავითალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას სამომალოდ და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დამიფიქსირდა. კერძოდ, შესასრულებელი დავალების მიცემამდე წინასწარ გადავამოწმებ ტექსტის ზომიერებას.  აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება  სრულფასოვნებას შესძენს ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილს.



მუშთაიდის ბაღი

      გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ეკატერინე ჯარიაშვილი პ/ნ 12001079812
საგანი: ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი:  მე-6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 19 მოსწავლე სსსმ  მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა: ჩემი თბილისი ,,მუშთაიდი’’
გაკვეთილის მიზანი:
·         თემის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ საინფორმაციო-შემეცნებითი ტიპის  ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრებას, ტექსტის გაგება-გააზრებას; სხვადასხვა ფორმით მიწოდებული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებას.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1


წინარე ცოდნის გააქტიურება
 მოსწავლეებისათვის დადებითი განწყობის შექმნა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. გაკვეთილის თემისა და მიზნის წარდგენა.

ვერბალური კომუნიკაცია

მთელი კლასი

ქცევის წესები, ჟურნალი, შეფასების რუბრიკა

3 წუთი
2



 წინარე ცოდნის გააქტიურება, გამოწვევა-პროვოცირება.
    გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს ვეკითხები ყოფილან თუ არა მუშთაიდის ბაღში ?სად მდებარეობს ის? რა იცით ამ ბაღის შესახებ? თქვენი აზრით, რატომ შეიძლებოდა დაერქმიათ ამ ბაღისათვის ასეთი სახელი? მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, რომლებსაც ჩამოვწერ დაფაზე. გამოთქმული ვარაუდები გადამოწმდება ტექსტის წაკითხვის შემდეგ.
შემდეგ კი ვუხსნი, რომ ხშირად რომელიმე შენობის, ხიდის ან ბაღის გაჩენა საინტერესო ამბავს უკავშირდება.ჩვენი დღევანდელი თემაც- ,, მუშთაედი’’ სწორედ ერთ-ერთი საინტერესო  ზღაპრული ისტორიაა .
  კითხვა-პასუხი

მუშაობა მთელ კლასთან.

დაფა ,ცარცი
5 წუთი
3



   ტექსტის კითხვა
  
მოსწავლეები  კითხულობენ ტექსტს გაგრძელებით. ტექსტის წაკითხვის შემდეგ ისინი ადარებენ თავიანთ ვარაუდებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციასთან.

ტექსტის კითხვა გაგრძელებით
მუშაობა მთელ კლასთან
 სახელმძღვანელო
5 წუთი

4



ტექსტის გააზრება კითხვა-პასუხის რეჟიმში
  
  1 რომელ წელს შეიქმნა მუშთაედის ბაღი?
  2 ვის სახელს უკავშირდება მისი შექმნა?
  3 საიდან მოდის სახელი ,,მუშთაედი?’’
  4.რომელი ინფორმაცია მიგაჩნიათ ტექსტში საეჭვოდ?


ვერბალური კომუნიკაცია
მუშაობა მთელ კლასთან.
წინასწარ მომზადებული კითხვები
5 წუთი
5



დოკუმენტური ფილმი მუშთაედზე.
   იმისათვის, რომ დავადგინოთ ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და საეჭვო ინფორმაციის მართებულობა, ინტერნეტ სივრცეში მოძიებული მასალიდან ვნახოთ დოკუმენტური ფილმი, მუშთაედის ბაღის ისტორიაზე.

მუშაობა მთელ კლასთან
კომპიუეტრი, პროექტორი, დოკუმენტური ფილმი
https://www.youtube.com/wath?v=p0JwiKBZ7ko
10 წუთი
6
მუშაობა ჯგუფებში
კლასს ვყოფ ჯგუფებად და თითოეულს ვაძლევ შესავსებად სქემას, რომელიც ითვალისწინებს წაკითხული ტექსტისა და ფილმის შედარებას. ამავდროულად მოსწავლეებს შევახსენებ ჯგუფური მუშაობის წესებს. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები გააკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას.
მუშაობა ჯგუფებში
ჯგუფური
დიდი ფორმატები სქემების გამოსახულებით
 10 წუთი
7
გაკვეთილის შეჯამება
  გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები იმსჯელებენ, თუ რა იყო საინტერესო მათთვის დღევანდელი გაკვეთილიდან:  რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ და რა იყო დასამახსოვრებელი. მოსწავლეები თითო წინადადებით აჯამებენ გაკვეთილს.

ვერბალური კომუნიკაცია
მთელი კლასი

4 წთ
8
მოსწავლეთა შეფასება, საშინაო დავალების მიცემა
მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი კომენტარებით და განმსაზღვრელი შეფასებით.
  საშინაო დავალებად მიეცემათ მოიძიონ ინფორმაცია სხვა ბაღების შექმნის შესახებ  და წარმოადგინონ მომავალ გაკვეთილზე.


ვერბალური კომუნიკაცია
მთელი კლასი
დაფა,ცარცი

3 წთ



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართული დაწყ .(II) .1.
·         მოსწავლემ უნდა შეუძლოს სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

ქართული დაწყ .(II) .6.
§  მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა,გაგება და გაანალიზება არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების /დეტალების გათვალისწინებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის და განსხვავებული ფორმით მიწოდებული ზეპირ ინფორმაციას.



N
შეფასების კრიტერიუმები
გასაუმჯობესებელი
საშუალო
კარგი
1
კითხულობს გამართულად, იგებს და იაზრებს წაკითხულ ტექსტს
კითხულობს მარცვალ-მარცვალ,
უჭირს წაკითხულის გააზრება
კითხულობს გაბმით, რთულ სიტყვებს კი მარცვლებით, რიგ შემთხვევებში იაზრებს წაკითხულს
კითხულობს გაბმით. არ უჭირს
ტექსტის გაგება -გააზრება
2
პასუხობს დასმულ შეკითხვებს
უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა
მასწავლებლის დახმარებით პასუხობს დასმულ კითხვებს
პასუხობს კითხვებზე სწორად და გამართულად
3
მსჯელობს, გამოაქვს დასკვნები
უჭირს მსჯელობა
მსჯელობს და გამოაქვს დასკვნები მასწავლებლის დახმარებით
შეუძლია მსჯელობა და აზრის ჩამოყალიბება თანმიმდევრულად
4
ჩართულია აქტივობებში
პასიურია, თავს არიდებს  დავალებებს
ნაწილობრივ ერთვება აქტივობებში
ჩართულია ყველა აქტივობაში



        

        ჯგუფური მუშაობის შეფასების  რუბრიკა                        
შეფასების კრიტერიუმები
             კი
           არა
განმავითარებელი კომენტარი
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს



ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია



ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ(აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)



ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს



ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს



ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს




                                                             


 ხელმოწერა:                                                                  / ეკატერინე ჯარიაშვილი /   
  


გაკვეთილის რეფლექსია

     ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია. ჩემი გაკვეთილის მიზანი გახლდა საინფორმაცია შემეცნებითი ტიპის ტექსტიდან მნიშვნელვანი ინფორმაციის ამოკრება, ტექსტის გაგება-გააზრება, სხვადასხვა ფორმით მიწოდებული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება.
      გაკვეთილიდან მინდა გამოვყო რამოდენიმე ძლიერი მხარე: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო, გამოწვევა-პროვოცირების მიზნით, კითხვა პასუხის აქტივობის მეთოდის გამოყენებამ. აქტივობა-ტექსტის კითხვა გაგრძელებით კი ხელს უწყობდა მოსწავლეებში ინფორმაციის გაგება-გააზრებას.  ნაჩვენებმა დოკუმენტურმა ფილმა(ინტერნეტ სივრცეში მოძიებული მასალიდან-,,მუშთაედი-ს დაარსების ისტორია.’’) და ასევე გრაფიკულმა სქემამ ცხრილის სახით, რომელიც ითვალიწინებდა წაკითხული ტექსტისა და ფილმის შედარებას, უზრუნველყო მოსწავლეთა დაინტერესება და შედეგების მიღწევაც. 
       არ დამჭირდა გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება.
      გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა, რამაც ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია ჩემში. თუმცა დრულად მოვბილიზდი და ყველაფერი ისე წარვმართე, რომ საგაკვეთილო მიზნები არ დამიზარალებია. ბოლო აქტივობა, რომელიც საშინაო დავალების მიცემას ითვალისწინებდა, როგორც ჩემი კოლეგები იტყვიან ,,კინაღამ დამავიწყდა.’’
      სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი ცხადია გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზები დაფიქსირდა. კერძოდ საშინაო დავალების მიცემა. ვფიქრობ, აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება სრულფასოვნებას შესძენს ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილს.